Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია: AI და კრიპტო რეგულაციები

2 და 3 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი და HIGGS გიწვევთ საჯარო ლექციებზე, სადაც განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოეკონომიკის სწრაფად განვითარებად სამართლებრივ და რეგულაციურ საკითხებს.

ლექციების თემები:

  • ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი მოწესრიგება;
  • AI სისტემებისა და მოდელების რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა;
  • რისკზე დაფუძნებული მიდგომები;
  • ინტელექტუალური საკუთრება და პასუხისმგებლობის საკითხები;
  • ვირტუალური აქტივებისა და კრიპტოეკონომიკის სამართალი;
  • კრიპტოაქტივების რეგულირების ქართული და გლობალური პრაქტიკა;
  • აქტივების ფლობა, გადაცემა და ჩამორთმევა;
  • კრიპტო საქმიანობის რეგისტრაცია და სამართლებრივი ჩარჩო.

🎤 მომხსენებელი:
ვახტანგ ჩხენკელი
 - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის ექსპერტი.

თარიღი: 2–3 ივნისი
დრო: 19:00
ლოკაცია: თსუ I კორპუსი, აუდიტორია 214

თარიღი: 27/05/2026